კონფიდენტალი

ვზრუნავთ თქვენს
თავდაჯერებულ ღიმილზე

კონფიდენტალი

გარანტირებული შედეგი



ჩვენ შესახებ

"კონფიდენტალის" მაღალტექნოლოგიურმა აღჭურვილობამ, გამოცდილ მაღალკვალიფიციურ კადრებთან ერთად ნატიფად შერჩეულმა ნიჭიერ ახალგაზრდათა გუნდმა, მრავალფუნქციური კლინიკის განვითარების მაღალი ტემპი და უკვე შემდგარი საერთაშორისო აღიარება და წარმატება განაპირობა.
მოგვენდეთ, ჩვენ ვიცით როგორ მივიღოთ კარგი შედეგი!

ადგილზე გვაქვს თი ბი სი და კრედო განვადება.



სიახლე






რატომ ჩვენთან?

ჩვენ ვიყენებთ დაბჟენის უახლეს მეთოდებს და ტექნოლოგიებს, რაც ზრდის ბჟენის ხანგრძლივობას და საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ საუკეთესო ესტეთიკას. ჩვენ არამარტო ვავსებთ კარიესულ ღრუს , არამედ აღვადგენთ კბილის ანატომიურ ფორმას, რაც ნიშნავს მისი ფუნქციის აღდგენას.მკურნალობა ,რა თქმა უნდა, უმტკივნეულოა და რაც მთავარია ამ პროცედურას ჩაგიტარებენ მაღალკვალიფიცირებული და გამოცდილი პროფესიონალები.


კითხვა - პასუხი

რა ტიპის ვინირები არსებობს?
ვინირები მზადდება:
1. ბჟენისაგან ,პირდაპირი მეთოდით, პირის ღრუში. კლინიკა „დენტა ვიტაში“ ტარდება პირდაპირი ვინირება ბოლო თაობის ბჟენებისა და მეთოდის გამოყენებით.
2. სხვადასხვა ტიპის მასალისაგან(ცირკონი, პოლიკერამიკა), არაპირდაპირი მეთოდით, ლაბორატორიაში, კომპიუტერული მოდელირების (cad/cam, cerec )საშუალებით.
გახსოვდეთ!
ვინირით შესაძლებელია კბილის ფერის, ფორმისა, ზომის და დგომის მცირე ანომალიების, ბზარების კორექცია. თუ კბილის დგომის ანომალია მნიშვნელოვანია, მაშინ საჭიროა ორთოდონტიული მკურნალობა, თუ კბილის ქსოვილი მნიშვნელივნად არის დაზიანებული და ფერიც შეცვლილია, მაშინ საჭიროა კბილის დაფარვა ნახევარგვირგვინით ან გვირგვინით.
კბილის გათეთერების რა კლინიკური მეთოდები არსებობს?
კბილების გათეთრებისთვის გამოიყენება როგორც ინდივიდუალური კაპები (სახლის სისტემა, ), ასევე სხივით გათეთრება კლინიკაში, ერთ სეანსში. ორივე შემთხვევაში კბილზე მოქმედებს გელი, რომელიც გამოყოფს ჟანგბადს, რომელსაც აქვს მათეთრებელი ეფექტი. გახსოვდეთ!გათეთრების წინ აუცილებელია კბილების პროფილაქტიკური გაწმენდა. კბილების გათეთრების ჩვენება და მეთოდი უნდა დაადგინოს ექიმმა!
რა ტიპის ღრძილების დაავადები არსებობს?
ღრძილების დაავადება არის ღრძილების, პერიოდონტალური ნაპრალის, კბილის ქსოვილის და კბილის ირგვლივი ძვლის ინფექცია. გინგივიტი არის საკუთრივ ღრძილის ანთება.ამ სტადიაში პაციენტს აქვს უმნიშვნელო სისხლდენას ღრძილებიდან და ცუდი სუნი პირის ღრუდან. დაავადების ეს სტადია უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. გახსოვდეთ! გინგივიტი დროული მკურნალობის შემთხვევაში შექცევადია. თუ პაციენტი გინგივიტს არ იმკურნალებს, მაშინ ის პროგრესირდება პაროდონტის დაავადებაში. ამ დროს პაროდონტის ქსოვილში ვითარდება შეუქცევადი ცვლილებები.ამ ეტაპზე მკურნალობა ნიშნავს არა განკურნებას, არამედ პროცესის შეჩერებას.
რომელ ასაკშია სასურველი ორთოდონტიული მკურნალობის ჩატარება?
ბრეისის სისტემის(მეტალი, ფაიფური) გამოყენება შეიძლება ნებისმიერ ასაკში.ორთოდონტიული მკურნალობისთვის ყველაზე შესაფერისი ასაკი არის 11-13 წელი.ამ ასაკში ბავშვების ძვალს ისეთი სტრუქტურა აქვს, რომ მკურნალობის შედეგი მიიღწევა სწრაფად და ადვილად.
როდის უნდა დაგეგმოთ თქვენი შვილის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან?
რაც შეიძლება ადრე. ბავშვთა სტომატოლოგმა თვალყური უნდა ადევნოს ბავშვის კბილების ამოჭრის თანმიმდევრობას და ყბა-კბილთა სისტემის განვითარებას.
კლინიკა ,,კონფიდენტალში“ ბავშვთა სტომატოლოგთან ვიზიტის დროს ხდება:
-ბავშვთა პირის ღრუს დათვალიერება, რაც გულისხმობს პირის ღრუს დაავადებების დიაგნოსტიკას და პრევენციას.
-პროფილაქტიკური ღონისძიებების გაცნობა:კბილები სწორი წმენდა,სწორი კვება,ფტორის პრეპარატების გამოყენება, ფისურების ჩაბეჭდვა.
-თანკბილვისა და კბილთა მწკრივის ანომალიების დროული დიგნოსტიკა
-კარიესისა და მისი გართულების მკურნალობა
-ზოგად დაავადებებთან ასოცირებული პირის ღრუს გამოვლინებების დიაგნოსტიკა.

© 2020 - www.confidental.ge