კონფიდენტალი

ვზრუნავთ თქვენს
თავდაჯერებულ ღიმილზე

კონფიდენტალი

გარანტირებული შედეგი



ესთეტიური სტომატოლოგია - კბილების გათეთრება, ვინირება,მხატვრული რესტავარაცია

თუ ადამიანს აქვს თეთრი , ლამაზი, უნაკლო ფორმისა და ზომის კბილები, როგორც გლამურული ჟურნალის გარეკანზე, სავარაუდოდ ეს კბილები ვინირებითაა დაფარული. გახსოვდეთ!
ვინირით შესაძლებელია კბილის ფერის, ფორმისა, ზომის და დგომის მცირე ანომალიების, ბზარების კორექცია. თუ კბილის დგომის ანომალია მნიშვნელოვანია, მაშინ საჭიროა ორთოდონტიული მკურნალობა, თუ კბილის ქსოვილი მნიშვნელივნად არის დაზიანებული და ფერიც შეცვლილია, მაშინ საჭიროა კბილის დაფარვა ნახევარგვირგვინით ან გვირგვინით.
მოგვენდეთ, ჩვენ ვიცით როგორ მივიღოთ კარგი შედეგი!
ჩვენ პირის ღრუს უკვე სამი ათეული წელია ვაჯანსაღებთ.
კბილების გათეთრება
ადამიანის მომხიბვლელობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ლამაზი ღიმილი, სხეული და თმები.გნებავთ გქონდეთ თეთრი კბილები, თამამი და მომხიბვლელი ღიმილი ?
გაითეთრეთ კბილები და გაიღიმეთ თამამად!
კბილების ფერის ცვლილებას განაპირობებს:
მედიკამენტები:ანტიბიოტიკები
საკვები და სასმელი
გენეტიკა
ასაკი



კითხვა - პასუხი

რა ტიპის ვინირები არსებობს?
ვინირები მზადდება:
1. ბჟენისაგან ,პირდაპირი მეთოდით, პირის ღრუში. კლინიკა „მინანქარში“ ტარდება პირდაპირი ვინირება ბოლო თაობის ბჟენებისა და მეთოდის გამოყენებით.
2. სხვადასხვა ტიპის მასალისაგან(ცირკონი, პოლიკერამიკა), არაპირდაპირი მეთოდით, ლაბორატორიაში, კომპიუტერული მოდელირების (cad/cam, cerec )საშუალებით.
კბილის გათეთერების რა კლინიკური მეთოდები არსებობს?
კბილების გათეთრებისთვის გამოიყენება როგორც ინდივიდუალური კაპები (სახლის სისტემა, ), ასევე სხივით გათეთრება კლინიკაში, ერთ სეანსში. ორივე შემთხვევაში კბილზე მოქმედებს გელი, რომელიც გამოყოფს ჟანგბადს, რომელსაც აქვს მათეთრებელი ეფექტი. გახსოვდეთ!გათეთრების წინ აუცილებელია კბილების პროფილაქტიკური გაწმენდა. კბილების გათეთრების ჩვენება და მეთოდი უნდა დაადგინოს ექიმმა!
პროფილაქტიკური წმენდა
:ყოველდღე ჩვენ ვღებულობთ უამრავ ნახშირწყლოვან საკვებს, რომელიც პირის ღრუში არსებულ ბაქტერიებთან ერთად ქმნის ნადებს. კბილების რეგულარული წმენდა მინიმუმამდე ამცირებს ნადების წარმოქმნას პირის ღრუში, თუმცა აქ ყოველთვის რჩება ფიქსირებული ნადები, რომელიც ექიმმმა უნდა მოაცილოს პროფესიული წმენდისას.ეს პროცედურა მოიცავს:
1. ღრძილზედა ნადების მოცილებას ულტრაბგერითი ინსტუმენტების საშუალებით
2.პიგმენტური ლაქების მოცილებას, ჭავლური(air-flow) მეთოდით.
3. გაწმენდილი კბილების ფტორირებას პროფესიული ლაქების ან პასტების საშუალებით, რაც ამცირებს ბაქტერიების ხელახალ ფიქსაციას კბილის ზედაპირზე.
გახსოვდეთ! პირის ღრუს პროფესიული წმენდა არის პირის ღრუს უმრავლესი დაავადებების პროფილაქტიკა.გაიწმინდეთ კბილები სტომატოლოგთaნ წელიწადში ორჯერ!
რატომ ჩვენთან?
კლინიკა ,,მინანქარში“ დანერგილია პროფილაქტიკური კამპანია.განმეორებითი პროფილაქტიკური გაწმენდა ტარდება 30%-იანი ფასდაკლებით. ჩვენ ჩაგწერთ და რეგულარულად შეგახსენებთ ამ პროცედურას.კლინიკა ,,მინანქარში“ კბილთა პროფილაქტიკური გაწმენდა ტარდება უახლესი აპარატით.mectrom combi touch-ის გამოყენებით

© 2020 - www.confidental.ge