კონფიდენტალი

ვზრუნავთ თქვენს
თავდაჯერებულ ღიმილზე

კონფიდენტალი

გარანტირებული შედეგი



პაროდონტოლოგია

შეაჩერეთ ღრძილების დაავადება , სანამ ის შეგირყევთ ჯანმრთლობას. რატომ არის საშიში დაავადებული ღრძილები? ღრძილების დაავადება არის საკმაოდ გავრცელებული და სერიოზული დენტალური პრობლემა. არაკონტროლირებულმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს კბილების დაკარგვა და გაზარდოს ისეთი დაავადების განვითარების რისკი, როგორიცაა დიაბეტი, სიმსივნე, რესპირატორული დაავადებები,გულის დაავადებები,ოსტეოპოროზი, ნაადრევი მშობიარობა . ამერიკის პაროდონტოლოგიური აკადემიის მონაცემებით,მამაკაცებს 2-ჯერ უფრო ხშირად აქვთ ღრძილის დაავადებები(56,4%) ვიდრე ქალებს(38,4%).ღრძილების დაავადებას შეუძლია გაზადროს მამაკაცებში ისეთი დაავადებების რისკი. როგორიცაა პროსტატიტი და იმპოტენცია .დროული დიაგნოსტიკა არის წარმატებული მკურნალობის საწინდარი.



კითხვა - პასუხი

რა ტიპის ღრძილების დაავადების არსებობს?
ღრძილების დაავადება არის ღრძილების, პერიოდონტალური ნაპრალის, კბილის ქსოვილის და კბილის ირგვლივი ძვლის ინფექცია. გინგივიტი არის საკუთრივ ღრძილის ანთება.ამ სტადიაში პაციენტს აქვს უმნიშვნელო სისხლდენას ღრძილებიდან და ცუდი სუნი პირის ღრუდან. დაავადების ეს სტადია უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. გახსოვდეთ! გინგივიტი დროული მკურნალობის შემთხვევაში შექცევადია. თუ პაციენტი გინგივიტს არ იმკურნალებს, მაშინ ის პროგრესირდება პაროდონტის დაავადებაში. ამ დროს პაროდონტის ქსოვილში ვითარდება შეუქცევადი ცვლილებები.ამ ეტაპზე მკურნალობა ნიშნავს არა განკურნებას, არამედ პროცესის შეჩერებას.
ჩვენ დაგეხმარებით თავიდან აიცილოთ, შეაჩეროთ,და იმკურნალოთ ღრძილების დაავადება!
უნდა გაგახაროთ:თქვენ აიცილებთ თავიდან ღრძილების დაავადებას პირის ღრუს კარგი ჰიგიენით:სწორი წმენდით და კბილთა შორის ძაფების, ირიგატორების გამოყენებით. ასევე მნიშვნელოვანია რეგულარული პროფილაქტიკური წმენდა. როგორია ღრძილების დაავადებების მკურნალობის მეთოდები?
გინგივიტის მკურნალობა გულისხმობს ღრძილზედა ნადების მოცილებას, რის შემდეგ სწორი ჰიგიენის პირობებში გინგივიტი უკუგანვითარდება 10-14- დღეში.
პაროდონტის დაავადების მკურნალობის თანამედროვე გაიდლაინი გულისხმობს: 1.ღრძილზედა და ღრძილქვეშა ქვებისა და ნადების მოცილებას ანუ ღრმა გაწმენდას ულტრაბგერის საშუალებით.2. ღრძილზედა და ღრძილქვეშა მიკრობული აპკის მოცილებას ჭავლური(air-flow) მეთოდით. 3.ფოტოდინამიურ ლაზეროთრაპიას.
კლინიკა ,,მინანქარში“ პაროდონტის დაავადების მკურნალობის ტარდება უახლესი აპარატით.mectrom combi touch-ის გამოყენებით.

© 2020 - www.confidental.ge