კონფიდენტალი

ვზრუნავთ თქვენს
თავდაჯერებულ ღიმილზე

კონფიდენტალი

გარანტირებული შედეგი



ორთოპედია

ორთოპედია სტომატოლოგიური მედიცინის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც ითვალისწინებს კბილის გვირგვინოვანი ნაწილის დაფარვას ან ერთი ან რამდენიმე კბილის დანაკლისის შევსებას, ხელოვნური, ტექნოლოგიურად დამუშავებული, მაღალესტეტური მასალით.
ნამკურნალები, დიდი ზომის ბჟენის მქონე და ფერშეცვლილი კბილი მოითხოვს ხელოვნური გვირგვინით დაფარვას, რისთვისაც გამოიყენება მეტალოფაიფურის, ცირკონო-ფაიფურის და ფაიფურის გვირგვინები.
ერთი ან რამდენიმე კბილის დანაკლისის შემთხვევაში, მათი შევსება შესაძლებელია ორ კიდურა საყრდენ კბილზე მოუხსნელი კონსტრუქციის ხიდისებური პროთეზის ფიქსაციის მეშვეობით. ამ მიზნითაც გამოიყენება მეტალი ან უმეტალო ფაიფურის ხიდი, ამით აღადგენთ ღეჭვის ფუნქციას და დაძლევთ ესთეტურ უხერხულობას.
თუკი კბილების დანაკარგი გაცილებით დიდია, მაშინ საღეჭი აპარატის ხელახალი შექმნა შესაძლებელია ნაწილობრივი ან ტოტალური(მთლიანი) მოსახსნელი პროთეზით, რა მიზნითაც გამოიყენება ტრადიციული და ელასტიური პროთეზები.
ჩვენს კლინიკაში თქვენ გელოდებათ პროფესიონალი, კეთილსინდისიერი, გულისხმიერი ექიმი-ორთოპედები უახლესი მეთოდებით და ტექნოლოგიით აღჭურვილი კაბინეტებით. მათ მიერ ჩატარებული მაღალინფორმაციული და კვალიფიციური კონსულტაცია დაგეხმარებათ ამ პრობლემების საუკეთესო გამოსავალით დაძლევაში. თქვენ მიიღებთ საღეჭი აპარატის ხელახალ აღდგენას და ბრწყინვალე ესთეტურ ეფექტს.



© 2020 - www.confidental.ge